fbpx
Skip links

18 ოჯახი, ერთი წერილი, ასობით და ათასობით ბედი…

50 წელზე ოდნავ მეტი ხნის წინ, 1969 წლის აგვისტოში, ქართველ ებრაელთა 18 ოჯახის თავკაცმა, სიცოცხლის რისკის ფასად, დაწერეს კოლექტიური წერილი, რომელშიც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში გამოსამგზავრებლად დახმარებას ითხოვდნენ. მოსკოვში ჰოლანდიის საელჩოს საშუალებით მათ წერილი გააგზავნეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და ამავე ორგანიზაციაში ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენელთან.

სწორედ ქართველი ებრაელების, კერძოდ, ქუთაისის მკვიდრ შაბთაი ელაშვილისა და მისი თანამოაზრეების წყალობით, წერილმა რკინის ფარდის მიღმა გააღწია, რის შედეგადაც მსოფლიო საზოგადოებრიობამ თვალნათლივ დაინახა რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევდათ საბჭოთა ებრაელებს ისრაელში ამოსასვლელად. ეს ამბავი იქცა ერთგვარ პროლოგად იმ ცნობილი მოძრაობისა, რომელიც წმინდა მიწაზე ამოსვლის უფლებისათვის ბრძოლას გულისხმობდა.

18 ოჯახის გმირობის გასახსენებლად, ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს ამ ისტორიული მოვლენების უშუალო მონაწილეებთან და მოწმეებთან. ჩვენი გმირები წერილის დაწერის მთავარი ინიციატორის – შაბთაი ელაშვილის შვილები არიან. მათ შორის ერთ-ერთი, შაბთაი ელაშვილის უფროსი ვაჟი, უკანასკნელია იმათგან, ვინც ამ საბედისწერო დოკუმენტს პირადად მოაწერა ხელი. ისინი გვიზიარებენ თავიანთ მოგონებებს, განცდებს, ნათელს ჰფენენ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც დღეს ისტორიის ფურცლებზე ვკითხულობთ.

„ჩვენ დავიცდით თვეები, წლები, თუ საჭირო იქნება – მთელი ცხოვრება,
მაგრამ ჩვენს რწმენასა და იმედზე უარს არ ვიტყვით.
ჩვენ გვწამს: ჩვენმა ლოცვამ მიაღწია ღმ-რთამდე.
ჩვენ ვიცით: ჩვენმა ძახილმა შეაღწია ადამიანების გულებში“.

გახსოვდეთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ სიტყვებს ხელი მოაწერეს!

სასიამოვნო სეანსს გისურვებთ.