fbpx
Skip links

საფესახოდ „კეარა“-ს გათამაშების შედეგები!

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც საქართველოს ებრაელობის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ ქართულ-ებრაული იდენტურობის გამოსავლენ კვლევაში მიიღო მონაწილეობა! ჩვენ საკმაოდ ბევრი ანკეტა მივიღეთ. მათზე დაყრდნობით, სულ მალე, საინტერესო შედეგებს გაგაცნობთ. სხვათა შორის, ანკეტების მიღება გრძელდება. თუ ჯერ გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიგიღიათ, გადადით შემდეგ ბმულზე და დაეხმარეთ კვლევის მიმდინარეობას. 👉 tiny.cc/gjews-identity

ახლა კი მთავარზე: როგორც მოგეხსენებათ, კვლევის მონაწილეთათვის ჩვენ HAZORFIM-ის ულამაზესი „კეარა“-ს გათამაშებას დაგპირდით. რაღა თქმა უნდა, ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ! იხილეთ ვიდეო 👇

მონაწილეთა შემთხვევითი გადანაწილებისა და სელექციის შედეგად „კეარა“-ს მფლობელი ხდება ლეა ზოარი აშდოდიდან! სულითა და გულით ვულოცავთ მას!

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ლეა დამდეგ ფესახს ამ ულამაზესი პრიზით შეხვდეს!