fbpx
Skip links

ვახტანგ კიკაბიძე: „ებრაელი რომ ვიყო, საცხოვრებლად ნამდვილად ისრაელში ამოვიდოდი“

ვახტანგ კიკაბიძეადამიანი, რომლის სახელის ხსენებაც უმალვე ბუნებრივ ღიმილს იწვევს ჩვენს სახეებზე და გულებში. იგი, არაერთი თაობისთვის, კეთილშობილების, ღირსებისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა. ისრაელში მისი მორიგი ვიზიტის დროს ჩვენ მასთან გასაუბრების პატივი გვერგო.

ცნობილია, რომ საქართველოში მასშტაბური ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა. ამასთან ერთად, იქ ჩასული ისრაელელი უმალვე ამჩნევს ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც. თქვენი აზრით, რით აიხსნება ეს?

ქართველები ოდითგანვე აფასებდნენ ჭკვიან ხალხს. ამის გარდა, ქართველებსა და ებრაელებს ბევრი მსგავსი ფასეულობები გააჩნიათ. ისინი ოჯახს აფასებენ, უფროსუმცროსიც იციან…  1985 წელს, ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტისას, გავიგე, რომ საქართველოდან გამოსულ ებრაელებს ბანდიტებად მოიხსენიებდნენ. იცით, რატომ? ისინი ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდნენ. გასაოცარია, მათ ხომ საქართველოში წყნარ ხალხად მიიჩნევდნენ, – სიცილით ამბობს ნი ვახტანგი. – მე ამ ხალხთან ერთად გავიზარდე, ყოველთვის დიდ პატივს ვცემდიუპირველეს ყოვლისამათი კეთილსინდისიერების გამო. ჩვენ, შეიძლება ითქვას, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ვის არ ნახავდით იქ, 17 ეროვნების ხალხი იყო წარმოდგენილი. ებრაელებს ყოველთვის განსაკუთრებით აფასებდნენ.

გვიამბეთ ისრაელში თქვენი პირველი ვიზიტის შესახებ?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ისრაელს პირველად 1985 წელს ვეწვიე.  მაშინ პირდაპირი ფრენა არ იყოლონდონის გავლით მოვფრინავდით. როდესაც თვითმფრინავი ისრაელში დაეშვა, შევნიშნე, რომ ტრაპთან გრძელი ხალიჩა გაშალეს. ვიფიქრე, რომ ჩვენთან ერთად რომელიმე პოლიტიკოსი მოფრინავდა. დავინტერესდით, ვის ხვდებოდნენ ასეთი პატივით? ხალიჩაზე ჩავედით, „განსაკუთრებული სტუმარი“ არსად ჩანდა. მოგვიანებით, საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, გარეთ გამოსვლისას უამრავი ხალხი დავინახეთ. მათ ხელში დახვეული ქაღალდები ეჭირათ. ვერ გაგვეგო, ვის უცდიდა ეს ხალხი? ან ეს დახვეული ქაღალდები რისი მანიშნებელი იყო? როდესაც გარეთ გამოვედით ყველაფერი ნათელი გახდა. ეს ხალხი ჩვენ გვეგებებოდა, ხელში კი საქართველოდან წამოღებული ჩვენი ძველი აფიშები ეჭირათ. ამ ამბავს გიყვებით და, ამდენი წლის შემდეგაც კი, სუნთქვა მეკვრება.

– ეს გასაკვირი არ არის.  ვისაც კი საქართველოში უცხოვრია, ვეღარასდროს ივიწყებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს საქართველოს საიდუმლო?

– ჩვენს დღევანდელობაში ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. ოდესღაც, მეზობლები და ნათესავები ოჯახთან იყვნენ გაიგივებულნი. როდესაც სუფრასთან ვსხდებით, სულ მცირე 18 კაცი მაინც ვართსულ ოჯახის წევრები. ასეთი რამ ყველგან როდი შეგხვდებათ. ალბათ, ეს გახლავთ საქართველოს საიდუმლო.

მაგალითს მოგიყვანთ: ეზოში ერთი მეზობელი გვყავდაგანსაკუთრებით არავის უყვარდა. მაგრამ, როდესაც გარდაიცვალა, მთელი ეზო მისი ოჯახის გვერდზე დადგა. უკლებლივ ყველა მონაწილეობდა მის პანაშვიდებსა და გასვენებაში. ასე ვიზრდებოდით. ალბათ, ეს თუ დაიკარგება, ჩვენი ერიც დაიღუპება. ასეთი ერთგულებისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე ჩვენ დავკარგავთ ჩვენს იერსახეს. ებრაელებსაც მსგავსი ფასეულობები გააჩნიათ. შესაძლოა, ჩვენქართველებმასწორედ თქვენგან ვისწავლეთ.

თქვენ ბრძანებთ, რომ ებრაელად რომ დაბადებულიყავით, საცხოვრებლად აუცილებლად ისრაელში ამოხვიდოდით. რაიმე მიზეზით, საქართველოს დატოვება თუ მოგიწიათ, რომელ ქვეყანაში გაემგზავრებოდით?

– უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია საქართველოს დატოვებავერ წარმოვიდგენ ჩემს ცხოვრებას ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქის გარეშედა მაინც, თუკი საქართველოს დატოვება მომიწევდა, საცხოვრებლად მაინც ისრაელში ამოვიდოდი. სხვა თუ არაფერი, აქ უამრავი ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ამას კი ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამბობენ, რომ ისრაელში თქვენი ერთერთი ვიზიტის დროს გაიგეთ თქვენი ვაჟის სანუკვარი ოცნების შესახებ.

მართლაც ასე იყო. ჩემს ვაჟთან ერთად ჩამოვედიმაშინ 16 წლის გახლდათ. დავათვალიერეთ ქვეყანა და, რა თქმა უნდა, გოდების კედელთანაც მივედით. მე მოვუყევი ფურცელზე დაწერილი სურვილის კედლის ქვებს შორის დატოვების ტრადიციაზე. მან წერილი დაწერა და, საგულდაგულოდ დაკეცილი ქაღალდი, ქვებს შორის დატოვა. მე ძალიან მაინტერესებდა, რას ნატრობდა ჩემი 16 წლის ვაჟი? მანქანას? იქნებ საათს? გულმა არ მომითმინა, ქაღალდი ჩუმად უკან გამოვიღე, გავშალე და წავიკითხე: πუფალო, დაეხმარე ჩემს ქვეყანას™. წარმოგიდგენიათ?!

რას აკეთებდით, რათა შვილებს ამგვარი ფასეულობები გაეთავისებინათ?

არაფერს! ჩვენ ასე ვცხოვრობდით, ისინი კი ამას უყურებდნენ, სწავლობდნენმოკლედ, ასეთ გარემოში გაიზარდნენ. ამავე დროს, გახსნილი ურთიერთობები გვქონდა, მათ ყველაფერი იცოდნენ ჩვენზე,  არც თავისას გვიმალავდნენგულახდილ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ახალგაზრდები, უფროსი თაობისაგან განსხვავებით, ნაკლებად იცნობენ ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს. რას ურჩევდით მათ?

უპირველეს ყოვლისა, მე მათ არ ვადანაშაულებეს ბუნებრივი პროცესია. ისინი ადრეულ ასაკში ჩამოვიდნენ აქ, ბევრნი უკვე ისრაელში დაიბადნენ, აქაური მეგობრები ჰყავთმეორე მხრივ, მათ მშობლებმა უნდა გაუთავისონ იმ ქვეყნის კულტურისა და ტრადიციებისადმი სიყვარული, რომელშიც თავადვე დაიბადნენ და გაიზარდნენ. ფესვებს ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე მართლაც გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ უკვე მეორე თაობაში ქართული ენა თითქმის დაკარგულია. ადრე თუ გვიან, მათი მზერა საქართველოსკენ ისევ შემობრუნდებამე ამაში დარწმუნებული ვარ.

– ჩვენი ორგანიზაცია ზაფხულში ქართული კულტურის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. იმედია, გვეწვევით.

თუ ძალიან დატვირთული არ ვიქნებიაუცილებლად. ამ წმინდა მიწაზე სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა.