fbpx
Skip links

ვიდეო ტუ-ბი-შვატის დღესასწაულზე, მის ისტორიასა და მნიშვნელობაზე

ტუ-ბი-შვატი – შვატის თვის მე-15 დღე, ხეების ახალი წელი.

ძველ იუდეაში ეს თარიღი გასული და მიმდინარე წლების მოსავლის გასამიჯნად გამოიყენებოდა.

15 შვატს უკვე მომწიფებული ნაყოფიდან მეათედ ნაწილს გამოჰყოფდნენ და ტაძარს სწირავდნენ. ამ თარიღის შემდეგ მომწიფებული ნაყოფი მომდევნო წელს განეკუთვნებოდა.

ტაძრის განადგურების შემდეგ ამ ტრადიციის მნიშვნელობა დაიკარგა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა თაობათა ბრძენები ამ თარიღს მაინც აღნიშნავდნენ.

ამ თარიღს განსაკუთრებული სადღესასწაულო დატვირთვა ესპანეთიდან გამოდევნილმა და ცფატში დამკვიდრებულმა კაბალისტმა ბრძენებმა მიანიჭეს. ისინი აწყობდნენ განსაკუთრებულ ნადიმს და ისრაელის მიწის ნაყოფს ადიდებდნენ.

ტუ-ბი-შვატში ახალი ხეების დარგვის ტრადიცია კი მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მე-20 საუკუნეში, სიონისტური მოძრაობის და, შემდგომში, ისრაელის სახელმწიფოს აღმოცენებასთან ერთად ამ ტრადიციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ თორაში ეს თარიღი დღესასწაულად არ მოიხსენიება და, ამავე დროს, განდევნილობის პერიოდში თავისი აქტუალურობაც თითქმის დაკარგა, ებრაელმა ხალხმა, სხვადასხვა პერიოდში, მას განსხვავებული ტრადიციები დაუკავშირა და დღესასწაული სათუთად შემოინახა.