fbpx
Skip links

ასეთი ამბებიც ხდებოდა – კეთილი ადამიანის მონაყოლი

ეს ამბავი ჩვენი ერთერთი უდიდესი სულიერი მამისრაბინ გაბრიელ დავარაშვილის ვაჟს, შალომ დავარაშვილს  გადახდა. ფესახი ახლოვდებოდა და ებრაელებიც შესაბამის სამზადისში იყვნენ. კომუნისტური საქართველოს პირობებში კი ყველაფერი მარტივად როდი წარიმართებოდა. გთავაზობთ ნო შალომის მიერ მოყოლილ ამბავს, რომლის გმირებადაც თვით ნი შალომი და უმეცარ მილიციელთა ჯგუფი გვევლინებიან.

დაახლოებით 1967 წელი იყოფესახი ახლოვდებოდა და ებრაელებიც დიდი დღესასწაულისათვის ემზადებოდნენ

იმ დროისათვის, საქართველოს უმეტეს ნაწილში მაცას გამოცხობისას დასწრება დაშვებული იყო, თბილისის საცხობის გამგეობა კი ამის ნებას არ რთავდა. მე მაშინ გორში ვცხოვრობდი, ჩემი სიდედრი კიმაყვალა ჯანაშვილითბილისის მკვიდრი გახლდათ. მას საშუალება არ ჰქონდა თვალი ედევნებინა მის კუთვნილ მაცას როგორ აცხობდნენ. ამიტომ, მან თხოვნით მომმართა, მაცა გორში გამომეცხო და მისთვის თბილისში ჩამეტანა. რაღა თქმა უნდა, თხოვნა შევუსრულემაცა გამოვაცხობინე, სიგარეტის დიდ ყუთში ჩავალაგე და გზას დავადექი.

იმ დროს თბილისიგორის მატარებელი დადიოდა. იგი ყოველ სადგურზე ჩერდებოდა და, ისედაც ძალგამოლეულ მგზავრებს, კიდევ უფრო მეტად ღლიდა. მე ყუთი მატარებელში ავიტანე და გასასვლელშივე დავტოვე. მოგვიანებით მატარებელში ხილბოსტნეულით გადავსებული ყუთებით დატვირთული გლეხებიც ამოვიდნენ და თავიანთი ტვირთი ჩემი ყუთის გვერდით დაალაგეს. გასასვლელი თითქმის ჩაიკეტა.

მცხეთაში იქაური მილიციის თანამშრომლები შემოწმებაზე ამოვიდნენ. გლეხები გამოკითხესვის, რა და რისთვის მიჰქონდა დედაქალაქში. ჩემმა რიგმაც მოუწია.

ვისია ეს ყუთი? – იკითხა უფროსმა.

ჩემი გახლავთ, ბატონო, – მივუგე მე.

შიგნით რა არის? – მკაცრი ტონით განაგრძო მან.

მაცა გახლავთ, – ვუპასუხე მე.

მაცა?! – შეშფოთებული ტონით წამოიძახასამართალდამცავმა”. მან რიგით თანამშრომელს მოუხმო და უთხრა: “აქედან ფეხი არ მოიცვალო, ყუთს უყარაულე და მას არავინ გააკარომსმენია, ებრაელები მაცაში ბავშვების სისხლს ურევენთბილისში უნდა შევამოწმებინო”.

მატარებელი დედაქალაქის სადგურს მიადგაჩემს ყუთთან ახლოსაც არ გამაკარეს. იქ თბილისის რკინიგზის სამსახურის უფროსის მოადგილე კოპალეიშვილი დაგვხვდა. მცხეთის მილიციის თანამშრომელმა მას მოახსენა:

მსმენია, ებრაელები მაცაში სისხლს ურევენ. გთხოვთ, ეს ყუთი შეამოწმოთ”.

კოპალეიშვილის სახეზე განცვიფრება და სიბრაზე ერთდროულად აღიბეჭდა.

თქვენ ხომ არ გადაირიეთ?! მე თვითონ მაქვს ნანახი მაცის გამოცხობის პროცესი. პატარა ცომს ამზადებენ და ჭურჭელს საგულდაგულოდ რეცხავენ, რათა ცომში სხვა არაფერი გაერიოსსისუფთავის უმკაცრეს ზომებს იცავენ! რა სისხლზე საუბრობთ?! გიბრძანებთ, ეს ყუთი ახლავე ჩემს მანქანაში ჩადოთ! ჩემს მძღოლს გადაეცით, ეს პატიოსანი კაცი იქ მიიყვანოს, სადაც  თავად მოისურვებსდა, რაც მთავარია, ახლავე ბოდიში მოუხადეთ მას.

ასეც მოხდა

მოგვიანებით მცხეთის მილიციისინიციატივიანითანამშრომლის დასჯაც განიზრახეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჩივრის შეტანა არ მოვისურვე.